გივი სიხარულიძე: უბრალო რუს ხალხს ქართველები ძალიან უყვართ!

გივი სიხარულიძე:

– “რუსეთის დიდ შეცდომად მინაჩნია, რომ საზღვრები ჩაკეტა და ჩვენმა ახალგაზრდობამ არ იცის, რა არის რუსეთი. დარწმუნებული ვარ, ქართველი ახალგაზრდებისთვის რუსეთი რომ გაიხსნას, ისინი დასავლეთისკენ არც გაიხედავენ, რადგან რუსეთი ყველაზე კარგად არის მორგებული ქართულ მენტალიტეტზე!

უბრალო რუს ხალხს და რუს ინტელიგენციას ძალიან უყვართ ქართველი ხალხი, ქართველებსაც ასევე გვიყვარს რუსები. დიახ, მე ვამბობ რუს ხალხზე და ინტელიგენციაზე, და არა ამ ინტელიგენციაზე მორგებულ ბურჟუებზე. ჩვენმა ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, თუ როგორი სულით მდიდარია რუსი ხალხი და მათ ჩვენი გენეტიკა უყვართ! იყო დრო, როცა რუს ადამიანს ქართველებთან მეგობრობა ეამაყებოდა: «А у меня в Грузии друг есть!» — მთელი ამბავი იყო, ამას როცა იტყოდა რუსი… ყველა რუსს, ვისაც უყვარს თავისი სამშობლო, უყვარს საქართველოც და ყველა ქართველს, ვისაც უყვარს თავისი ქვეყანა, უყვარს რუსი ხალხი!» – განაცხადა მსახიობმა გივი სიხარულიძემ, საზოგადოებრივი ორგანიზაციის — „სახალხო დიპლომატია საზღვრებს გარეშე“ დამფუძნებელ სხდომაზე გამოსვლისას.


წყარო:

კომენტარები