„გილოცავთ! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! ნამახვანჰესს ასეთი პირობებით ჩვენ არ ავაშენებთ! – განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა“-გიორგი გიგაური 

-„გილოცავთ!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
მე ეს პროექტი მემკვიდრეობით მერგო… ნამახვანჰესს ასეთი პირობებით ჩვენ არ ავაშენებთ! – განაცხადა დღეს პრემიერმა ღარიბაშვილმა და ისიც დაამატა, რომ თურქულ კომპანიასთან ხელშეკრულების შეცვლაზე მოლაპარაკებებს იწყებს!
არადა, სულ რამდენიმე კვირის წინათ, იგივე პრემიერი ღიად ლობირებდა თურქულ კომპანიას და ჰესის მშენებლობას!
რიონის ხეობაში რკინის ჯებირები აღმართვის ჩათვლით…
ახლა, იმ იდიოტებს დამიძახეთ, ვინც გაიძახოდა, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას ებრძვიან და რუსეთიდან იმართებიანო!
რა თქმა უნდა, ქოცხელისუფლება მიხვდა, რომ ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისათვის, 43%-იანი რეფერენდუმისათვის, ხალხის მხარდაჭერა სჭირდება და ასე უცებ, იმიტომაც ,,გაუნათდა გონება”!
მოკლედ, სანამ ენკასთან დადებული კაბალური, ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება არ გაუქმდება, ამ საქმეს არაფერი ეშველება!
ხალხი ბრიყვი არ არის!
ნამახვანჰესი არ უნდა აშენდეს, რადგან რიონის ხეობის 600 ჰექტრამდე თურქული კომპანიისთვის ჩუქება, 500 ჰექტრის დატბორვა, 4,5-კილომეტრი სიგრძის გვირაბში რიონის დამწყვდევა და 105 და 56 მეტრიანი ორი კაშხლის აშენება არის კატასტროფა, რასაც ხალხი არასოდეს დათანხმდება!
ამიტომ, შეწყვიტოს ენკამ ყველანაირი სამუშაოები!
მოიხსნას ,,რკინის საზღვრები” რიონის ხეობაში!
და დაიწყოს მოლაპარაკებები ინვესტორთან, რიონის ხეობის მცველებთან ერთად!“
კომენტარები