გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დედის წმინდა ანას ხსენებას! – შეგეწიოთ, გწყალობდეთ და გფარავდეთ წმინდა ანას მადლი!

გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დედის წმინდა ანას ხსენებას! შეგეწიოთ, გწყალობდეთ და გფარავდეთ წმინდა ანას მადლი!

მიძინება მართალი ანასი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დედისა.

ანგელოზი მართალ იოაკიმესაც გამოეცხადა, რომელიც სალოცავად იყო უდაბნოში და უთხრა: ,,უფალმა შეიწყნარა შენი ლოცვა. შენი ცოლი შობს ასულს, რომელიც ყველას სიხარულს მოუტანს, წადი იერუსალიმში და იქ ოქროს ჭიშკართან იპოვი ცოლს შენსას, რომელსაც მე ეს უკვე ვაცნობე”.

იოაკიმე და ანა ერთმანეთს შეხვდნენ, ღვთის ტაძარს ერთად შესწირეს სამადლობელი მსხვერპლი და სახლშიც ერთად დაბრუნდნენ იმის ღრმა რწმენით, რომ მიიღებდნენ ღვთისგან აღთქმულს.

ანა დაფეხმძიმდა, ქალიშვილი ეყოლა. ანგელოზის მითითებით ახალშობილს მარიამი დაარქვეს, რომელიც განათლებულს ნიშნავს. მას კურთხეული და მომადლებული ეწოდა იმ დღიდანვე, როდესაც ქვეყნიერების მხსნელი ჩაისახა.

ანა იყო ის რჩეული, ვისაც მისი სათნოებისთვის ღმერთმა უფლის დედობა დაავალა. იგი სათნო, ღვთისმოსავი, მზრუნველი დედის, ოჯახური სიწმინდის განსახიერებაა, რომელიც ყველა სომეხი დედისთვის, ყოველი სომეხი გოგონასთვის მაგალითი უნდა იყოს. სომხური ეკლესია წმინდა ანას მიერ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მუცლად–ღების დღესასწაულს უცვლელად აღნიშნავს 9 დეკემბერს.

ტროპარი:

ცხორებაი შევ, რომლისაგან იშუა ცხორებაი, მშობელი ქალწულისა ღმრთისა დედისა, რომელი ღმრთივგონიერისა ანას მიერ მუცელსა შინა დატევნილ იყო, და აღვალს ზეცას სიხარულსა წმიდათასა და მათ თანა დაემკვიდრების დიდებითა, ხოლო ვიხარებთ ყოველნი აწ მიცვალებასა შენსა და რომელნიცა სურვილით პატივს გცემთ შენ, ცოდვათა შენდობასა მოვიღებთ ვედრებითა შენითა.

კონდაკი:

პირველთა მათ მშობელთა ქრისტესთა ხსენებაი ვიდღესასწაულოთ და სარწმუნოებით ვითხოვოთ მათგან შეწევნაი, რაითა ვიხსნეთ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა, რომელნი ვხმობთ, ვითარმედ ღმერთი ჩუენი ჩუენ თანა არს, რომელმან ადიდნა ესენი, ვითარცა სათნო იყო.

კომენტარები