გილოცავთ! წმინდა შუშანიკ დედოფლის ხსენება – იგი არის სიმბოლო ჩვენი ერისა, სიმტკიცე ჩვენი რწმენისა

გილოცავთ! 10 სექტემბერს, ქართული ეკლესია დღესასწაულობს წმინდა შუშანიკ დედოფლის ხსენებას.

წმიდანის ხსენება განსაკუთრებულად თბილისის მეტეხის ტაძარში აღინიშნება, სადაც გადმოცემის მიხედვით დედოფალი განისვენებს.

იგი არის სიმბოლო ჩვენი ერისა, სიმტკიცე ჩვენი რწმენისა.
მან ბოლომდე უერთგულა ჭეშმარიტ სარწმუნოებას და ქრისტეს ერთგული მოწაფე შეიქმნა.

წმინდა შუშანიკის ლოცვით უფალმა შეიწყალოს, უფალმა გააძლიეროს და გაამთლიანოს ჩვენი საქართველო

წმინდა დედოფალი შუშანიკი სარწმუნეობის დაცვისთვის მე-5 საუკუნეში, 475 წელს აღესრულა. ეროვნებით სომეხი, ქრისტიანულ ოჯახში აღზრდილი დედოფალი ბავშვობიდანვე ღვთისმოშიში იყო. იგი ჰერეთის პიტიახშის, ვარსქენის მეუღლე იყო. ამ დროს ქართლში სპარსელები ბატონობდნენ. მათდამი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ვარსქენმა მართლმადიდებლობა უარყო და მაზდეანობა მიიღო. დედოფალსაც რწმენის შეცვლა მოსთხოვა, რაზეც შუშანიკისგან მტკიცე უარი მიიღო. წმინდა დედოფალმა ვარსქენისგან უამრავი ტანჯვა დაითმინა. 6 წელი ციხეშიც გაატარა, სადაც მასთან მისულებს კურნავდა და ეხმარებოდა.

წმ. დედოფლის მოწამეობრივი ცხოვრება იაკობ ხუცესმა ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში – „წამებაი წმიდისა შუშანიკისი, დედოფლისაი“ აღწერა.

„წმინდაო მოწამეო შუშანიკ, ევედრე ღმერთსა, შეწყალებად სულთა ჩვენთათვის”

კომენტარები