გილოცავთ! ხსენებას ღირსისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მოწაფეთა მისთა

გილოცავთ! ხსენებას ღირსისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მოწაფეთა მისთა: აბიბოს ნეკრესელისა, ანტონ მარტყოფელისა, დავით გარეჯელისა, ზენონ იყალთოელისა, თადეოზ სტეფანწმინდელისა (თათა მამებელისა), ისე წილკნელისა, იოსებ ალავერდელისა, ისიდორე (ეზდრიოს) სამთავნელისა, მიქაელ ულუმბოელისა, პიროს ბრეთელისა, სტეფანე ხირსელისა და შიო მღვიმელისა (VI);

ტროპარი

ღმერთო მამათა ჩუენთაო, რომელი ჰყოფ მარადის ჩუენ ზედა კეთილსა სახიერებისა შენისასა, ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩუენგან, არამედ მათითა მეოხებითა მშვიდობით განაგე ცხოვრებაჲ ჩუენი.

კონდაკი

ასურით გამო მნათობად ქართლისად გამოჩნდი, და ათორმეტთა მამათა მამად იჩინე, ხოლო მადლთა სულისა წმიდისათა გვიწყაროებ და სასწაულთა სიმრავლითა განგვაბრწყინვებ, მამაო წმიდაო იოანე, მოეც მშვიდობაჲ მეფესა ჩუენსა მორწმუნესა, და ერნი, მადიდებელნი შენნი, იხსნენ განსაცდელთაგან.

კომენტარები