„გიორგის მშობლებმა დამირეკეს, სადმე არ შეგვხვდეს, თორემ საშინელებას“- შა­ქა­რაშ­ვი­ლის ბი­ძის პასუხი დაკავებული არასრულწლოვანის მამას

-„გიორგის დედაც და მამაც მესაუბრა, დამირეკეს, – გააფრთხილე, სადმე არ გადაგვეყაროს, სადმე არ შეგვხვდეს შემთხვევით, თორემ საშინელებას დავატრიალებთო.

არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს მამის მო­თხოვ­ნა­ზე გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის ოჯა­ხი კა­ტე­გო­რი­ულ უარს ამ­ბობს.

მიუხედავად იმისა, რომ მკვდარი შვილი ჰყავდათ წინ, სანამ ექსპერტიზის დასკვნა არ მოვიდა, ოჯახს არ უკადრია, მათი პირიდან არ გამოსულა ერთი სიტყვა, – ვიღაც არის მკვლელი, ვიღაც არის დამნაშავე. მაშინ რაღაც ნაწილი საზოგადოების ამაზე მლანძღავდა, როგორ არ ვიძახდი, – ვიღაც იყო მკვლელი. ახლა მოვიდა ექსპერტიზა, დადასტურდა, მკვლელობა სახეზეა .იქ მონაწილე ბოლო პირები ესენი არიან, ახლა თურმე, რატომ ვიძახი ვიღაცაზე, რომ მათ მკვლელობაში მიიღეს მონაწილეობა. ერთმანეთში შეთანხმდნენ, ჩამოყალიბდნენ რა უნდა ვთქვათ, გვითხრან და მერე შეიძლება, დავიჯეროთ.

ამ კაცს ჰყავს ადვოკატი, რომელსაც მე ვიცნობ, ერთმანეთს პატივს ვცემთ, მე და გიორგი გელხაური, ძალიან მარტივია, დამირეკოს გიორგიმ, შემხვდეს, ამიხსნას, იქნებ მეც უნდა დავიჯერო რაღაც. ეს რა ფორმაა, ელემენტარულად ეთიკა უნდა ჰქონდეს ადამიანს. რა უნდა მომიყვეს, – გიორგი რომ გამოიქცა ჩხუბიდან და ამის გამო გაღიზიანებულმა ხალხმა გაუსწორა ანგარიში გიორგის, ეს უნდა მოყვეს?“, – განაცხადა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ბი­ძამ მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” გა­და­ცე­მა “360 გრა­დუს­ში” სტუმ­რო­ბი­სას  და­კა­ვე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის მა­მის მი­მარ­თვის სა­პა­სუ­ხოდ.

და­კა­ვე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის მა­მამ დღეს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის დე­დას­თან შეხ­ვედ­რა სურს, – მის­თვის სათ­ქმე­ლი ბევ­რი აქვს.

შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვანთა წინასასამართლო სხდომა 5 აგვისტოსთვის გადაიდო. ექვსსაათიანი სხდომის შემდეგ ადვოკატებმა განაცხადეს, რომ 5 აგვისტოს გახდება ცნობილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი, რომელზეც მხარეებმა დღეს შუამდგომლობები დააყენეს.

5 აგვისტოს ჩაინიშნება საქმის არსებითი განხილვის თარიღი.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ექვსი არასრულწლოვანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ სოფიო ლეჟავამ მიიღო.

არცერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. წინასასამართლო სხდომაზე ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას, ალტერნატივად კი, გირაოს შეფარდებას, ან მეთვალყურეობაზე გადაცემით გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

ცნობისთვის, ბრალდებულების უფლებადამცველები დღეს დააყენეს კიდევ ერთი შუამდგომლობა მოსამართლის აცილების მოთხოვნით, ამის მოტივად არასრულწლოვნების უფლებების დამცველები იმ გარემოებას ასახელებენ, რომ სწორედ აღნიშნული სხდომის მოსამართლემ შეუფარდა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა ექვს არასრულწლოვანს.

მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული, რომელთაგან 6 არასრულწლოვანია.

მცხეთის სასამართლოში, სადაც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ინცინდენტი მოხდა. დაკავებულების მეგობრებმა  ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

კომენტარები