გიორგი ბარამიძე: „ყოჩაღ გიორგი გაბუნია! ვერაგი და დაუნდობელი მტრის“

-„ყოჩაღ გიორგი გაბუნია!

ვერაგი და დაუნდობელი მტრის წინააღმდეგ, ბრძოლის თავის ფრონტზე, კაცურად და მამაცად, იბრძვის ბევრად ძლიერად, ბევრ პირში წყალჩაგუბებული ვითომ მაგარი ტიპი.

გიორგიმ თქვა ის რაც უნდა თქვას საქართველოს ყველა პატრიოტმა, ვისაც აქვს ღირსება და არ ეშინია საქართველოს მთავარი მტრის, პუტინის და პუტინისტური ოკუპანტი რუსეთის.

შეიძლება არ მოგწონდეს მისი გარეგნობა, ჩაცმის სტილი ან საუბრის მანერა, მაგრამ რასაც მტერს პირში საჯაროდ და უშიშრად ეუბნება არის ის რის ნახევარსაც კი ბევრი ვითომ ვაჟკაცი ვერ ბედავს.

ჩვენ ქვეყანას ყავს გიორგი და ისეთი ახლაგაზრდა თაობა, რომლისთვისაც საქართველოს სიყვარულის სიძლიერე სუფრაზე გამომძღარზე, საქართველოს დიდი ყანწით სადღეგრძელოს დალევით არ იზომება, არამედ საღ აზრზზე მყოფები, მტერს პირში ეუბნებიან რაც ეკუთვნით პირდაპირ ეთერშიც და თბილისის, თუ სხვა ჩვენი ქალაქების ქუჩებში გამოსულები საპროტესტო, სამოქალაქო, თუ პოლიტიკურ ანტიოკუპაციურ და ანტიპუტინურ აქციებზე.

საქართველო და ჩვენი ახალგაზრდობა და მთელი ხალხი არ შეშინდება, არ მოიდრიკება და არასდროს შეწყვეტს დამპყრობელ მტერთან ბრძოლას.

საქართველო და ჩვენი ამაყი, თავისუფლების მოყვარე ხალხი საქართველოს მტერზე აუცილებლად გაიმარჯვებს”, – წერს ენმ-ის წევრი, გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები