გიორგი გახარიამ ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გახსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გახსნა.
შენობა ევროპული სტანდარტების შესაბამისად არის მოწყობილი, ვერტმფრენის დასაშვები სივრცეც აქვს. გათვლილია 16 სახანძრო-სამაშველო ავტომობილზე.
„პირველ რიგში მინდა, ზუგდიდელებს ბოდიში მოვუხადო, დიდხანს შენდებოდა ეს შენობა. როგორც დავპირდით, დავიწყეთ და სწრაფად დავასრულეთ. დღეს საქართველოში ეს არის ყველაზე სრულყოფილად აღჭურვილი, ყველაზე დიდი სახანძრო-სამაშველო ობიექტი. ასეთი საქართველოში არ არის. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტიანად მომუშავე ობიექტი, რომელიც დღეს გაიხსნება. აქ დღეიდან ყოველდღიურად იქნება 20 მეხანძრე-მაშველი. იქნება ქიმიური უსაფრთხოების ზედამხედველობის დანაყოფებიც. ამ შენობაში ყველაფერი იქნება ერთად კონცენტრირებული. ეს იქნება ძალზედ ეფექტიანი ინსტრუმენტი რათა, ვებრძოლოთ ხანძარს და სრულფასოვნად შევასრულოთ ყველა სამაშველო ღონისძიება, რომელიც არის ამ ობიექტის მოვალეობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პირად შემადგენლობასაც ვულოცავ ამ დღეს, რადგან ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვის ეს ნაწილი, ბოლო წლების განმავლობაში ცოტა უყურადღებოდ იყო, ახლა ამ გამოწვევებსაც ღირსეულად ვუპასუხებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.