გიორგი გახარიამ საფრანგეთის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების გენერალური სამდივნოს დელეგაციას უმასპინძლა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი გიორგი გახარია საფრანგეთის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების გენერალური სამდივნოს (SGDSN) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც გენერალური მდივნის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ქსავიე დევუალმო ხელმძღვანელობდა.
ამის შესახებ შშს ოფიცილაურ გვერდზე წერენ.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და მსოფლიოში, მათ შორის კიბერსივრცესა და შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებზე ისაუბრეს. შინაგან საქმეთა მინისტრი და გენერალური მდივნის მოადგილე ორმხრივი სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
გიორგი გახარიამ ქსავიე დე ვუალმოს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ახლად შექმნილი საბჭოს კონცეფციაზე, მიზნებსა და მთავარ გამოწვევებზე. ფრანგმა კოლეგებმა ქართულ მხარეს საფრანგეთის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების გენერალური სამდივნოს გამოცდილება გაუზიარეს.
შეხვედრის დასასრულს, გიორგი გახარიამ ფრანგულ მხარეს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველო მუდმივად გრძნობს საფრანგეთისგან.