გიორგი გახარიამ – ხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს

გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, ხომ არ გაიზიარებს ის ყოფილი მინისტრ ვანო მერაბიშვილის ბედს, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება,
გახარიამ უპასუხა: „ყველაზე მარტივია ჩემთვის ახლა გადადგომა და წასვლა…“
შინაგან საქმეთა მინისტრი ტელეკომპანია „ტვ პირველში“, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემაში „რეაქცია“ სტუმრად იმყოფებოდა.

„26 მაისს იყო სადამსჯელო ღონისძიება მშვიდობიანი აქციის მიმართ, როდესაც ევაკუაციის გზებიც კი იყო გადაკეტილი… აქ ჩვენ საქმე გვაქვს შემთხვევასთან, როდესაც პირდაპირ ეთერში, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე უყურებდა, როგორ ესხმოდნენ თავს ჯგუფურად, ორგანიზებულად, როგორ ართმევდნენ ფარებს, როგორ იტაცებდნენ მასაში პოლიციელებს და თქვენ ამაზე ტოლობის ნიშანს სვამთ 26 მაისთან. სწორედ ამაშია სხვაობა, ეს იყო მოგერიების ღონისძიება, სახელმწიფო ინსტიტუტის, მოქალაქეების, მათ შორის, პოლიციელების დასაცავად, სამწუხაროდ, მძიმე შედეგებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საპროტესტო ტალღა თბილისში, რომელიც საქართველოში რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას მოყვა, 20 ივნისს გვიან საღამოს არეულობასა და ანტოსამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. არეულობისას დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი. რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.

შსს-მ ქუჩები გადაკეტა და მომიტინგეებს უკან დასახევი გზები არ დაუტოვა. დარბევის შედეგად დაიღუპა აქციის ორი მონაწილე, სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები მიიღო 250-მა ადამიანმა, დაახლოებით 800 პირი დააკავეს. ეს არის პროკურატურის მონაცემები, რომელმაც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამ მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

კომენტარები