„გიორგი გახარიასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრის მომზადება არ მიმდინარეობს“

ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა:

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრის მომზადება არ მიმდინარეობს.

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და პრაღაში ორი ქვეყნის დიპლომატებს შორის მოლაპარაკებების ფარგლებში მიმდინარეობს. საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავლის ფუნქციას შვეიცარია ასრულებს.

ჩვენ ის ორი ქვეყანა ვართ, რომელიც, მიუხედავად ამ რთული ურთიერთობებისა, ვართ მეზობელი ქვეყნები… ამიტომ, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, თუმცა გახარიას და პუტინის შეხვედრა არ მზადდება და არ განიხილება”.

კომენტარები