„გიორგი გახარიას დავიცავ… ფოკუსის აცდენაა… ჩემი მტრის მტერი ჩემი მტერი არ არის“ – გიგი უგულავა

გიგი უგულავამპალიტრანიუსისეთერში განაცხადა:

-„გიორგი გახარია სანამ 20 ივნისზე სრულ სიმართლეს არ იტყვის, თუნდაც საკუთარ თავთან, სანამ ოდნავ მაინც თანაგრძობა არ ექნება თვალგამოთხრილი ადამიანების მიმართ, ჩემთვის გულის რევის და ზაფვრის ობიექტია, მაგრამ ხვალ, ყურით მოთრეული არგუმენტით, თუნდაც სახელმწიფო გადატრიალების არგუმენტით ბრალი რომ წაუყენონ, მე მას დავიცავ, დავიცავ ნებისმიერ განსხვავებულ ადამიანს, რომელსაც ჩაგრავენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის მართალია ან რაიმე ღირებულებას წარმოადგენს. მას არანაირი ღირებულებები არ აქვს, არანაირი პრინციპები არ აქვს. რაც არ უნდა ბოროტებად ვთვლიდეთ გახარიას, ამ ქვეყანაში აბსოლუტურ ბოროტებად, ამ ქვეყნის სხეულზე კიბოდ ჩამოყალიბდა ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილის მეტასტაზები და საცეცები არიან კობახიძე და დანარჩენები. ახლა ფაქტია, – გახარია მის წინააღმდეგ არის იმიტომ, რომ ყოველი მისი ხმა არის დაკლებული “ქართული ოცნებისთვის”, ამიტომ ჩემი მტრის მტერი ჩემი მტერი არ არის მანამდე მაინც, სანამ ჩემი მტერი ჩემს ქვეყანას ძიძგნის და ჩემი მტერი არის ბიძინა ივანიშვილი, გახარია ჩემთვის ფოკუსის აცდენაა”.

 

კომენტარები