„გიორგი გახარიას მიერ ჩემი დადებითი შეფასება ბევრმა გაიკვირვა, რადგან ეს არ არის მიღებული“-კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში – „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა:

„სამწუხაროდ, ჩვენვ მივეჩვიეთ ოპონენტების მხრიდან თავდასხმებს და ეს მიღებული პრაქტიკა გახდა. პოლიტიკაში ახალი სახეებიც უნდა მოვიდნენ, პოლიტიკურმა პარტიებმა ერთმანეთთან ჯანსაღი კონკურენცია შეძლონ.
კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ რაც უნდა კარგი გააკეთოს, საქართველოში მიღებულია,-  მას აუცილებლად თავს დაესხან, გალანძღონ, ტყუილები მოუგონონ. ასე არ შეიძლება. თუნდაც ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მიერ ჩემი დადებითი შეფასება ბევრმა გაიკვირვა, რადგან ეს არ არის მიღებული პრაქტიკა. გამოდის, რადგან ოპონენტია მას აუცილებლად შეურაცხყოფა უნდა მიაყენო. მე გამიხარდება, რაც მეტი ახალი სახე შემოვა პოლიტიკაში და შევძლებთ ჯანსაღ დებატებს, არა ისეთს, როგორიც დღეს არის.. ამას ხომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენი შვილები უყურებენ. შესაბამისად, ყველას უჩნდება განცდა, -პოლიტიკა ბინძურია და აქ სუფთა ადამიანები არ მოდიან. ეს დამოკიდებულება უნდა შევცვალოთ“.

კომენტარები