გიორგი გახარია აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადებას ულოცავს:

„საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის ჩამოსვლა დამატებით დინამიკას შესძენს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას.

მოუთმენლად ველოდები თქვენთან მუშაობას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისა და საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობისთვის კიდევ უფრო მეტი დინამიურობის შესაძენად“.

საქართველოში აშშ-ის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს:

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა ფიცი დადო. ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილე დევიდ ჰეილი.

 

კომენტარები