გიორგი გახარია: ბრიტანელი ექსპერტების ფასდაუდებელი დახმარებით, საქართველოში დღეს მიმდინარეობს მუშაობა ეროვნული კიბერუსაფრთხოების ყოვლისმომცველ სტრატეგიაზე

„ბრიტანეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა არანაკლებ ყურადღებას უთმობს კიბერუსაფრთხოებას. საქართველოს ინფრასტრუქტურა რეგულარულად ხდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან შეტევების სამიზნე. ბოლო ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა 1-ელ სექტემბერს, როცა სამიზნედ იქცნენ ჩვენი ჯანდაცვის კვლევითი ინსტიტუტები. საქართველო ამ ომის წინა ხაზზეა“ – ბრიტანული გამოცემა „დეილი ტელეგრაფი“ საქართველოს პრემიერ – მინისტრის, გიორგი გახარიას სტატიას, სახელწოდებით „ბრექსიტის შემდეგ, დიდი ბრიტანეთი რუსეთის აგრესიისგან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაგვეხმარება“ აქვეყნებს.

გიორგი გახარიას თქმით, ბრიტანელი ექსპერტების ფასდაუდებელი დახმარების წყალობით, საქართველოში დღეს მიმდინარეობს მუშაობა ეროვნული კიბერუსაფრთხოების ყოვლისმომცველ სტრატეგიაზე.

 

წყარო: “imedinews.ge”.

კომენტარები