გიორგი გახარია დავოსში ჩავიდა

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ინფორმაციას ავრცელებს:

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დავოსში ვიზიტი დაიწყო.

„შეიძლება ითქვას, რომ წელს პრემიერს აქვს გამორჩეულად დატვირთული გრაფიკი. დაგეგმილია 30-მდე შეხვედრა, რომელიც გულისხმობს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ხასიათის შეხვედრებს და აგრეთვე, რა თქმა უნდა, იმ ღონისძიებებს, რომლებიც გათვალისწინებულია დავოსის პროგრამით.

გიორგი გახარია შეხვედრებს გამართავს როგორც პარტნიორი სახელმწიფოების, აგრეთვე მთავრობების მეთაურებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან, უმაღლეს დონეზე.

იქნება დისკუსიები რომელშიც პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას და ეს დისკუსიები დაეთმობა ევროპის მომავალს, ევროპის სამომავლო ეკონომიკურ გაძლიერებასა და უსაფრთხოებას,“ – განაცხადა პრემიერმინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანმა.

 

კომენტარები