გიორგი გახარია – დიდი იმედი გვაქვს ბიძინა ივანიშვილის ახალი ინიციატივის – წყალტუბოს განახლების პროექტის მხარდაჭერის, რომელიც ახალ სიცოცხლეს, ენერგიას, ახალ ძალას შესძენს წყალტუბოსა და მთლიანად იმერეთის რეგიონს

წყალტუბო, ყველანაირი გადაჭარბების გარეშე, საქართველოს ბრილიანტია და მე არ ვსაუბრობ მხოლოდ ბუნებაზე. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანები, ყველაზე მნიშვნელოვანი ხართ თქვენ, თუმცა ეს ბუნება საქართველოსთვისაც შეუდარებელია, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საზოგადოებას წყალტუბოში, სადაც მმართველმა გუნდმა  სამტრედიის, წყალტუბოს, ვანის და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გივი ჭიჭინაძე წარადგინა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, წყალტუბო, რომლის ბალნეოლოგიური ისტორია ასწლეულების განმავლობაში იწერებოდა, სამწუხაროდ, უყურადღებოდ იყო. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ბალნეოლოგიური, სამედიცინო-სამკურნალო ტურიზმის მომავალი სწორედ წყალტუბოსთან იქნება დაკავშირებული.

გიორგი გახარიას თქმით, უახლოეს პერიოდში ყველ იხილავს, წყალტუბოს განვითარებისა და აღდგენის ტემპები ეტაპობრივად როგორ დაჩქარდება.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ძირითადი პრობლემა და ამოცანა დღეს სამუშაო ადგილებია. ამასთან, როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ადამიანი ყოველთვის იყო „ქართული ოცნების“ ყურადღების ცენტრში.

“ბოლო წლების განმავლობაში, ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს დაწყებული ქვეყნისთვის, მაგრამ ყველა ვხვდებით, რომ ბევრი საქმე გვაქვს გასაგრძელებელი და დასასრულებელი. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

წყარო: “1tv.ge”.

კომენტარები