გიორგი გახარია ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.

პრემიერმა პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო და განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა.

ნოემბერში ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია დასრულდება.

ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების რეაბილიტაცია ხორციელდება. მოეწყობა  წყალმომარაგების სისტემები, ხელოვნური ტბის წყალმომარაგებისა და სათავე ნაგებობი, სასეირნო ბილიკები.

აშენდება საზოგადოებრივი საპირფარეშოები და შესასვლელში მოეწყობა სალაროსა და დაცვისთვის ჯიხურები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის იანვარში დაიწყო და მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება. მისი ღირებულება 11 231 524 ლარი.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია იმ საპროექტო დოკუმენტის საფუძველზე მიმდინარეობს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, საქართველოს მუზეუმების ასოციაციამ მოამზადა.

 

კომენტარები