გიორგი გახარია კამალა ჰარისს -„ვულოცავ ისტორიულ მიღწევას და აშშ-ის ისტორიაში პირველ ქალ ვიცე-პრეზიდენტად“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია კამალა ჰარისს აშშ-ის ისტორიაში პირველ ქალ ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავს:

-„კამალა ჰარისს ვულოცავ ისტორიულ მიღწევას და აშშ-ის ისტორიაში პირველ ქალ ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნას. შეერთებული შტატები საქართველოს განსაკუთრებული მეგობარია და მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიზნით“, – წერს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

კომენტარები