გიორგი გახარია: „პირდაპირ ეთერში ჩვენება არ არის სწორი“ – ზუგდიდში, ბანკში ძევლები აიყვანეს

ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” ცენტრალურ ფილიალს,  შეიარაღებული პირები აყაჩაღებენ. მიმდინარეობს სპეცოპერაცია.

-„როგორც მაქვს ინფორმაცია, ზუგდიდის ბანკის ერთ-ერთ ფილიალში ნიღბიანი პირი შეიჭრა.

სამართალდამცველები ყველა ღონეს მიიღებენ, რომ სპეცოპრეაცია ეფექტურად და მშვიდობიანად ჩატარდეს.

ზოგადად, როდესაც მიმდინარეობს ცოცხალი სპეციალური ღონისძიება, ამაზე პირდაპირ ეთერში საუბარი და ამ ღონისძიების პირდაპირ ეთერში ჩვენება არ არის სწორი. ახლა რა ინფორმაციაც მაქვს, ერთი დამნაშავე,  შეიჭრა ერთ-ერთი ბანკის ფილიალში. სამართალდამცავი ორგანოები ყველა ღონისძიებას გამოიყენებენ, ეს ღონისძიება ეფექტურად ჩატარდეს და რაც მთავარია მშვიდობიანად” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებს აყვანილი ჰყავთ მძევლები.  მძევლებად ჰყავთ აყვანილი ასევე ბანკის თანამშრომლები, ისე მომხმარებლები.

 ბოროტმოქმედი შეიარაღებულია ავტომატითა და ხელყუმბარით. ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული.

კომენტარები