გიორგი გახარია – „რთველისა და თხილის სეზონზე, ფერმერებს განსაკუთრებული ყურადღება“

მთავრობის სხდომა გაიმართა.

-„სოფლის მეურნეობა დინამიკურად ვითარდება, სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამებით 70 000-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა.

რთველისა და თხილის სეზონი ახლოვდება, შესაბამისად ფერმერებს განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა სჭირდებათ.

მინდა, ბატონ მინისტრს გავახსენო,  რთველი და თხილის სეზონი გვიახლოვდება, ამას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.  წუხელ თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელი დაისეტყვა. ჩვენს ფერმერებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

კომენტარები