„გიორგი გახარია საპარლამენტო დებატებში თავს გრძნობს როგორც თევზი წყალში, აქედან გამომდინარე ჩვენ საინტერესო დებატებს ველოდებით“ – ირაკლი კობახიძე

-„პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია საპარლამენტო დებატებში თავს გრძნობს როგორც თევზი წყალში, აქედან გამომდინარე ჩვენ საინტერესო დებატებს ველოდებით. პრემიერი მის პასუხებში ძალიან დამაჯერებელი იქნება.

ჩვენი კითხვები დაკავშირებული იქნება სამომავლო პერსპექტივაზე. შევიმუშავეთ ანტიკრიზისული გეგმა, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პოსტკრიზისული გეგმა. ბუნებრივია ეს პანდემია ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც თავის კვალს დატოვებს, და ჩვენთვის ერთგვარი გამოწვევა იქნება ეკონომიკა და ჩვენო მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა. აქედან გამომდინარე ანტიკრიზისული გეგმიდან უნდა გადავიდეთ პოსტკრიზისულ დაგეგმვაზე და ძირითადი კითხვები ამას დაუკავშირდება. გვაინტერესებს, როგორ ხედავს პრემიერი სამომავლოდ ეკონომიკურ განვითარებას და ჩვენი მოქალაქეების სოციალური პრობლემების მოგვარებას“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ .

პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია პარლამენტს კორონავირუსთან გამკლავების შესახებ ანგარიშს 27 მაისს წარუდგენს.

კომენტარები