გიორგი გახარია: „სულ მალე, თბილისიდან ბათუმში ჩასვლა მაგისტრალის საშუალებით იქნება შესაძლებელი.  აღნიშნული პროექტი უმნიშვნელოვანესია“

სამტრედია-გრიგოლეთის მეორე მონაკვეთის ჯაპანა-ლანჩხუთის 14 კმ-იანი გზის მშენებლობა დასრულდა.  ადგილზე იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.

ოთხზოლიანი მონაკვეთი 20-30%-ით ამცირებს გადაადგილების დროს, გვერდს აუვლის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ მონაკვეთს. რაც შეეხება სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველ და მეოთხე მონაკვეთებს, აქ სამუშაო ინტენსიურად გრძელდება. მე-3 მონაკვეთზე კი სატენდერო პროცედურებია დაწყებული.

ავტომაგისტრალის ახალი მონაკვეთის გახსნის შემდეგ, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს სპეციალური სქემის შესაბამისად. ახალი გზა გვერდს აუვლის სამტრედია-გრიგოლეთის გზის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ მონაკვეთს, სოფლებს – ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს.

-„იხსნება 14-კილომეტრიანი მონაკვეთი, ყველა სტანდარტის დაცვით არის შესრულებული ეს გზა და ეს იქნება აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი. ამ გზაზე ყველას გვივლია, – უაღრესად სახიფათო გზა იყო როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე მძღოლებისთვის.  გურიის ეს მონაკვეთი რაც შეიძლება სწრაფად  უნდა დავასრულოთ. გარდა ამისა, პირველი მონაკვეთი გაიხსნება მომავალ წელს, სეზონის დაწყებამდე, და ქუთაისიდან ლანჩხუთამდე სრული მაგისტრალი გვექნება, რომელიც ნიშნავს უსაფრთხოებას, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის ზრდას. ამ პროექტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ის, რაც ახლა რიკოთზე მიმდინარეობს. ეს ცოტა უფრო მეტი დრო დაგვჭირდება, მაგრამ მერწმუნეთ, რომ სულ მალე თბილისიდან ბათუმში ჩასვლა აბსოლუტურად თანამედროვე მაგისტრალით იქნება შესაძლებელი.

აღნიშნული პროექტი უმნიშვნელოვანესია ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განხორციელებისთვის.

იხსნება ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჯაპანა-ლანჩხუთის 14 კილომეტრიანი მონაკვეთი. ეს იქნება აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი. ეს გზა ძალიან სახიფათო იყო როგორც ადგილობრივებისთვის, ისე მძღოლებისთვის. პირველ რიგში, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავასრულოთ გურიის მონაკვეთი. აღნიშნული მონაკვეთი გაიხსნება დღეს. გარდა ამისა, პირველი მონაკვეთი გაიხსნება მომავალ წელს, სეზონის დაწყებამდე და მას შემდეგ, რაც დასრულდება ქუთაისის შემოვლითი გზაც, სრული მაგისტრალი გვექნება გახსნილი ლანჩხუთამდე. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განხორციელებისთვის. წლის ბოლომდე ამ მაგისტრალის ახალი 70 კილომეტრი გაიხსნება. რა თქმა უნდა, ამ პროექტის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია რიკოთზე მიმდინარესამუშაოები. იქ ცოტა მეტი დრო დაგვჭირდება, მაგრამ სულ მალე, თბილისიდან ბათუმში ჩასვლა თანამედროვე მაგისტრალის საშუალებით იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები