გიორგი გახარია: „ტოქსიკურ წინასაარჩევნო პირობებში ნებისმიერი თემა გამოყენებულია სპეკულირებისთვის – ამისთვის არ გვცალია, თორემ არც ოპოზიციასთან საუბარი“

 ჟურნალისტების კითხვას, ისაუბრებს თუ არა ის ოპოზიციასთან რაიმე ფორმატში, კოვიდ პანდემიის გამოწვევების თაობაზე?

 პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უპასუხა:

-„პანდემია არის საკითხი, რომელიც რეალურად გამაერთიანებელი უნდა იყოს. შინაარსობრივი დიალოგისთვის მზად არის ნებისმიერ, მათ შორის საკოორდინაციო საბჭოს ფორმატშიც.

ჩვენ არანაირი ფორმატის წინააღმდეგი არ ვართ, აქ მხოლოდ ერთი შემზღუდველია, სამწუხაროდ, ამ საკმაოდ ტოქსიკურ წინასაარჩევნო პირობებში ნებისმიერი თემაა გამოყენებული პოლიტიკური სპეკულირებისთვის, ჩვენ, უბრალოდ, ამისთვის არ გვცალია, თორემ არც ოპოზიციასთან საუბარი მოგვრიდებია არასოდეს, განსაკუთრებით ქვეყნისთვის გამაერთიანებელ თემებზე. ნორმალურ ქვეყანაში, ნორმალურ მდგომარეობაში მსგავსი გლობალური გამოწვევა უნდა გამხარიყო გამაერთიანებელი, ოპოზიციის, მთლიანად საზოგადოების, ასეც მოხდა, გარკვეული გამონაკლისების გარდა, რომელსაც ხან ტესტირების რაოდენობა არ მოწონდა, ხან დაკეტვის წინააღმდეგი იყო, ხან გახსნის. ეს არ შეიძლება იყოს სპეკულირების საგანი, ნებისმიერი შინაარსობრივი დიალოგისთვის რა თქმა უნდა მზად ვართ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ

საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევიდან 366 თბილისში დაფიქსირდა

-„საქართველოში გრიპის ვაქცინების უპრეცედენტო რაოდენობაა შემოტანილი. ქვეყანამ გრიპის დაახლოებით 250 ათასი ვაქცინა იყიდა.მიმდინარეობს გეგმური ვაქცინირება იმ რისკჯგუფების, რომლებზეც გეგმა არსებობს შედგენილი, ეს გეგმა წლების განმავლობაში სახეს იცვლის. ვაქცინების შემოტანა გრძელდება. სახელმწიფოს დაახლოებით 250 ათასი ვაქცინა აქვს ნაყიდი და ჩვენ ამ პროცესს ვაგრძელებთ“,– განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ. 

აჭარაში 286 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (გუშინ – 189 იყო), იმერეთში – 104 (გუშინ 150 იყო); სამეგრელო ზემო-სვანეთი – 57 (გუშინ 3 იყო); ქვემო ქართლში – 44; შიდა ქართლში – 21; კახეთსა და გურიაში – 13. მცხეთა მთიანეთი – 11; სამცხე ჯავახეთი – 3, რაც შეეხება რაჭა ლეჩხუმს, იქ ერთი შემთხვევა დადასტურდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 14 440 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7 367 ადამიანი, გარდაიცვალა 113 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5590 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები