გიორგი გახარია: „ჩვენი ძირითადი მიზანია, ქართველი გლეხი გაძლიერდეს, გახდეს ფერმერი, რომელიც“

„ქართულმა ოცნებამ“ ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე წარადგინა.

-„რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რა გაგვიკეთებია, მაგრამ უფრო მეტი უნდა ვთქვათ იმაზე, რა დაგვრჩა გასაკეთებელი, ამ მხრივ, ონი ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ბოლო წლებში რაჭაში განხორციელებული აქტივობები ადვილად შესამჩნევია.

რაჭისთვის და განსაკუთრებით ონისთვის სოფლის მეურნეობა, თაფლი, ტურიზმი, მეღვინეობა და მევენახეობა იმდენად მნიშვნელოვანი დარგებია, სადაც სახელმწიფო ყოველთვის გვერდით ედგა გლეხს და გააგრძელებს მის გვერდით დგომას. ჩვენი ძირითადი მიზანია, ქართველი გლეხი გაძლიერდეს, გახდეს ფერმერი, რომელიც შექმნის დამატებით ადგილებს, გარდა იმისა, რომ თავის ოჯახს არჩენს. მაგრამ ამას როცა ვამბობთ, ყველამ კარგად ვიცით, პირველ რიგში ელემენტარული სისტემური ინფრაქტრუქტურაა მოსაწესრიგებელი: გზები, წყალი, გაზი, ჯანდაცვა, სკოლები. მთავრობის მთავარი მიზანია, საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუქმნას თანაბარი პირობები იმისთვის, რომ თვითრეალიზების შესაძლებლობა ჰქონდეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტმა, გიორგი გახარიამ.

კომენტარები