გიორგი გახარია: „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ფრთხილად გავხსნათ საზღრები. შეზღუდვების მიზეზი მხოლოდ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა“

-„თითოეული ჩვენი ნაბიჯი, იმ სპეკულირების მაგივრად, რომელსაც პარლამენტიდან დაწყებული ზოგიერთი ტელევიზიის საშუალებით ავრცელებენ, „რეისები რატომ გადადეთ“, მიზეზი არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. არ დაგავიწყდეთ, რეგიონში, ბევრგან არის სერიოზული აფეთქება, ჩვენ ეს ყველაფერი გვაქვს კოორდინაციაში, მოლაპარაკების საფუძველზე გაკეთებული, თითოეულ ჩვენს პარტნიორთან და ჩვენს ურთიერთობას ევროკავშირთან სატრანსპორტო თვალსაზრისით არაფერი ემუქრება. თითოეული ნაბიჯი გვაქვს გაზომილი, ყველა ნაბიჯი გამოწვეულია ადამიანის ჯანმრთელობით და იმ მიღწევებით, რომელიც ჩვენ გვაქვს, როდესაც რეგიონისგან განსხვავებით ჩვენი ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა ერთნიშნა ციფრით არის განსაზღვრული, მაშინ, როდესაც ზოგიერთ ქვეყნებში ასობით არის ყოველდღიურად. უნდა ვიცოდეთ, რომ ამის შესაძლებლობას ჩვენ გვაძლევს ჩვენი მოქალაქეების სწორი და კარგი ქცევა და ამასთან ერთად საზღვრების და საკარანტინო მექანიზმების ეფექტიანი კონტროლი.

დღეს საქართველოდან ევროკავშირში ან ევროკავშირიდან საქართველოში ფრენები აკრძალული არ არის, დღეს დაფრინავს ბერლინიც, ვენაც, ამსტერდამიც. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ როგორც კი შესაძლებლობა გვექნება, ფრთხილად გავხსნათ საზღვრები.

შეზღუდვების მიზეზი მხოლოდ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. საქართველოს ურთიერთობას ევროკავშირთან, სატრანსპორტო თვალსაზრისით არაფერი ემუქრება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

კომენტარები