გიორგი გახარია 8 აგვისტოს ომში დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 8 აგვისტოს ომში დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებს შეხვდა.
„დღეს ძალზე მძიმე დღეა. პატივს მივაგებთ და ქედს ვიხრით თითოეული გმირის წინაშე, რომელმაც სიცოცხლე შესწირა 2008 წელს, ქვეყნის ერთიანობას. ჩვენი უპირველესი ვალია, ვიზრუნოთ მათ ოჯახებსა და პირველ რიგში, მათ შვილებზე. ვცდილობთ, ყურადღება მივაქციოთ მათ შვილებს, მეუღლეებს, მშობლებს. მათი შვილები ჩვენი შვილებიც არიან“, – განაცხადა მინისტრმა.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 და სანაპირო დაცვის 5 თანამშრომელი დაიღუპა. სამინისტრომ 19-ვე დაღუპული თანამშრომლის ოჯახს, მატერიალური დახმარება გაუწია.