გიორგი ვაშაძეს ოპოზიციური გაერთიანება “ძალა ერთობაშია” უპირისპირდება-“ოპოზიციური შეთანხმების მონაწილე სუბიექტმა “ახალმა საქართველომ” პირობა დაარღვია: პირველი – გიორგი ვაშაძეს ისნის მაჟორიტარული ოლქის არჩევნებში მონაწილოება “გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას” სახელით უნდა მიეღო

ოპოზიციური გაეთიანება “ძალა ერთობაშია” სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს-

ძალა ერთობაშია, ძალა გულწრფელობაშია, ძალა შეთანხმების შესრულებაშია.

ძალა შანტაჟის ენით საუბარში, სტრატეგიულ ტყუილსა და გაურკვეველი კაპიტალით წაქეზებული შეთანხმების დარღვევაში არ არის.

საერთო ოპოზიციური ფრონტის შესაქმნელად და მომაბეზრებელი საარჩევნო ბუღალტერიის დასასრულებლად ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ნაბიჯები, ჯერ კიდევ 3 თვის წინ გადადგა და მაჟორიტარულ არჩევნებში თბილისის 8 ოლქიდან 6-ში მონაწილეობაზე უარი თქვა. უფრო მეტიც, ჩვენ ოპოზიციურ პარტიებს უპრეცედენტო შეთავაზება, ერთიანი სიის იდეა შევთავაზეთ. ერთობის შექმნის მიზანი ოპოზიციური კანდიდატების მიერ პირველ ტურში გამარჯვების მოპოვება იყო, მაგრამ რამდენიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა ერთიანი მაჟორიტარული კანდიდატების შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა, რამაც შეთანხმების მიზანს ზიანი მიაყენა. მიუხედავად ამისა, შეთანხმება შედგა და ეს მთლიანად ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და “ძალა ერთობაშია” გაერთიანების დათმობის ხარჯზე მოხდა, რადგან, თუ 2018 წლის არჩევნების პირველი ტურის შედეგების პროპორციებს ავიღებთ, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას კანდიდატი 8 – დან მინიმუმ 5 ოლქში უნდა დაეყენებინა, მაგრამ მხოლოდ 2-ში დააყენა, ანუ დიდწილად, ჩვენმა გაერთიანებამ ამ შეთანხმების გადამწყვეტი წინაპირობა შექმნა.

თუმცა, ოპოზიციური შეთანხმების მონაწილე სუბიექტმა “ახალმა საქართველომ” პირობა დაარღვია:
პირველი – გიორგი ვაშაძეს ისნის მაჟორიტარული ოლქის არჩევნებში მონაწილოება “გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას” ფორმატის სახელით უნდა მიეღო. მეორე – მან საბურთალოს ოლქში წარადგინა კანდიდატი, რომელზეც კონსესუსი არ ყოფილა. ამავე დროს, გიორგი ვაშაძე სხვადასხვა პირებთან კომუნიკაციაში აცხადებდა, რომ გაერთიანებიდან “ძალა ერთობაშია” გასვლა შეთანხმებული იყო, რაც მცდარ ინფორმაციას წარმოადგენს.
ასე, რომ სხვა პოლიტიკურმა სუბიექტმა შეთანხმება დაარღვია და სტრატეგიული ტყუილით ამომრჩეველში დაბნეულობის შეტანას ცდილობს. ჩვენ კი შეთანხმების ერთგულები ვრჩებით და სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილ კანდიდატებს ვაკის, მთაწმინდის, ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში აქტიურად ვუჭერთ მხარს.

ამიტომ, ჩვენ ამ მოცემულობაში, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ – შეთანხმებისა და ამომრჩევლის სტრატეგიული ტყუილისგან დასაცავად, არჩევნებში მონაწილეობის გზა ავირჩიეთ და ამომრჩეველს არჩევანი შევთავაზეთ, დანარჩენს კი ხალხი გადაწყვეტს.

დ #არჩევნები2020″-წერია  განცხადებაში

მოამზა ნათია ბერიძემ

კომენტარები