გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდება

„სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერი გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდება.

-„ის, რაც დღეს ვთქვი, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, –  გავხდები ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.პირდაპირ ვამბობ, იმიტომ, რომ ჩემი მთავარი მიზანია, არც ერთი მშიერი ბავშვი არ იყოს ქვეყანაში, არავის არ უწევდეს ნაგავსაყრელზე საჭმლის პოვნა და ამისთვის გავაკეთეთ ჩვენ “სტრატეგია აღმაშენებელი”, ამისთვის გავწერეთ უამრავი გეგმა და სტრატეგია”, – განაცხადა ვაშაძემ.

 „სტრატეგია აღმაშენებელმა”  საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო.

კომენტარები