გიორგი ვაშაძე: „ეს არის ტყუილი, ზღაპარი – ჩემზე რამე კომპრომატი რომ იყოს, უკვე იქნებოდა გამოყენებული“
-„ჩემზე რამე კომპრომატი რომ იყოს, დიდი ხანი, იქნებოდა ეს კომპრომატი უკვე გავრცელებულიც და გამოყენებულიც, არაერთხელ მქონია განსხვავებული პოზიციები, თუნდაც მის მერ დასახელებულ პიროვნებებთან. ასე რომ, ეს არის ტყუილი, ზღაპარი, ძალიან ვთხოვ, ალეკოსაც, იაგოსაც, ყველას, აქცენტი იყოს „ქართული ოცნება“ და არა – ოპოზიცია.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოიხიძემ განაცხადა, – ალეკო ელისაშვილისა და „გირჩის“ ნაწილის მიმართ სიტყვა „ოპოზიცია“ აღარ გამოიყენოთ.