გიორგი ვაშაძე – „ზვიად კუპრავას პროცესი თუ ნებისმიერი სხვა სასამართლო პროცესი, ეს არის უკიდეგანო უსამართლობა“

„ახალი საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე დაკავებულ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

„სამწუხაროა, რომ ჩემს თანამებრძოლს მოუწევს ერთი წლის განმავლობაში იტანჯოს და მიიღოს საკუთარ თავზე ის კანონგარეშე ქმედება, რაც დღეს ქვეყანაშია.

მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ მაქსიმუმ ერთი წელი, შეიძლება უფრო ადრეც დარჩა იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ” დაასრულოს თავისი უკანონობები, რაც ამ ქვეყანაში ხდება. დღეს მთელი საზოგადოება შეთანხმებულია ერთ რამეზე, რომ ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, იქნება ეს ზვიად კუპრავას პროცესი თუ ნებისმიერი სხვა სასამართლო პროცესი, ეს არის უკიდეგანო უსამართლობა და აუცილებლად დამთავრდება 2020 წლის არჩევნების გზით, თუ უფრო ადრე არა”.

კომენტარები