გიორგი ვაშაძე – „ის და მისი პარტია მზად არის, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებაში

-„მე და ჩემი პარტია მზად ვართ, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებაში მონაწილეობისთვის“, – განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებელის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში.

წამყვანის შეკითხვაზე, – საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ერთხელ უკვე მოხერხდა კონსენსუსის პოვნა,  2020-ის არჩევნების მოდელთან დაკავშირებით, იგივე მოდელი შეიძლება ვიხილოთ?

გიორგი ვაშაძემ განაცხადა:

-„რატომაც არა, სხვა რესურსი, ნებისმიერი მოლაპარაკების მექანიზმის არ არსებობს“.

კითხვაზე, მზად არის თუ არა „სტრატეგია აღმაშენებლი“, საერთაშორისო პარტნიორების მედიაციით „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს?

გიორგი ვაშაძემ განაცხადა:

-„ამასთან დაკავშირებით ოპოზიციაში საერთო ჯამში ჩამოვყალიბდებით, სავარაუდოდ, შესაძლებელია  ეს მექანიზმი მოხდეს. სხვა გამოსავალი არც არის, პირდაპირ რომ ვთქვათ. დიპლომატიურ კორპუსთან ინტენსიური საუბრები გვაქვს. ისინიც ფიქრობენ, გარკვეული მოდელი, ფორმატი შესაქმნელია უკვე, რომელიც ამ ჩიხიდან გამოიყვანს ქვეყანას“.

საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია:

„ქართული ოცნება“ – 48,15 %; „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ – 27,14%; „ევროპული საქართველო“ – 3.78%; „ლელო“ – 3,15%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა დადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.

ოპოზიციის ნაწილი აქციებს აანონსებს. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბებულია.

მანდატებზე უარი დღეს ოფიციალურად თქვეს „პატრიოტთა ალიანსმა“, „ევროპულმა საქართველომ“, „ლეიბორისტულმა პარტიამ“, „ლელომ“ და „ნაციონალუმა მოძრაობამ“

კომენტარები