გიორგი ვოლსკი მიხეილ სააკაშვილზე: ხან ღრუბელ-ღრუბელ მოდის, ხან ზღვით, ხან ხმელეთით, ხან გვირაბით – მისი დარღვევა პროფესიონალის შესაფასებელია

მიხეილ სააკაშვილს მანიაკალური პოლიტიკური ვნებები აქვს. ეს ის რეალობაა, როცა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანი „ქართული ოცნების“ პლატფორმიდან იტყვის… ჩვეულებრივმა, ნეიტრალურმა, მაგრამ ოდნავ საქმეში ჩახედილმა ადამიანმა არ შეიძლება, ვერ შეამჩნიოს, რომ ეს ადამიანი აღარაა ნორმაში, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„რომელ ოჯახურ ფასეულობებზე ვლაპარაკობთ? რატომ ამცირებ სხვის ოჯახს? არ აქვს მნიშვნელობა, ივანიშვილის ოჯახი იქნება თუ სხვა. ასეთი შეურაცხყოფით რატომ გამოდიხარ? დამუნათება დავუწყეთ ადამიანებს, რომელთაც არანაირი ლაგამი არ აქვთ, რომ ვინმემ ამოსდოს და გააჩეროს. მე არ ვარ იმის მომხრე, რომ ქალებს, ვინც არ უნდა იყოს, პოლიტიკურად დაუპირისპირდე და მუშტის ქნევა დავუწყო, მაგრამ აგერ, გამოვიდა სანდრა რულოვსი და იარაღს ავიღებ ხელში და საქართველოს ავადუღებო. ახლა, დედამისი ჩააყენა იმავე მძიმე მდგომარეობაში, რაშიც, ერთი პერიოდი, საკმაოდ რთულ ვითარებაში, თავისი ცოლი ჩააყენა. ჩვენ აქედან ვეძახით და ოჯახურ ფასეულობებზე ვლაპარაკობთ ამ ხალხისთვის. არანაირი ტრადიცია, არანაირი ოჯახური ფასეულობა… იქ, რაღაც ჯვარი რომ ამოაძრო და ბოკერიას დააბრალა ყველაფერი. ეს სამარცხვინო ცირკია. ის მიკვირს, რომ საინფორმაციო ველი დაიკავა ადამიანმა, რომელიც არაა ადეკვატური. ხან ღრუბელ-ღრუბელ მოდის, ხან ზღვით, ხან ხმელეთით, ხან – გვირაბით – პროფესიონალის შესაფასებელია მისი დარღვევა“ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები