გიორგი იაკობაშვილი: ეს ირაკლი ოქრუაშვილი ნამდვილად ძონძებშია ნაყიდი
For.ge-ის მთავარი რედაქტორი, გიორგი იაკობაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით, ირაკლი ოქრუაშვილს ეხმიანება და მის საქმიანობას აფასებს:
“აი, ბავშვებმა რომ იციან ხოლმე თქმა, მე კარფურში მიყიდესო, მეო – ისი პარშიო, მე – ორ ნაბიჯშიო…
ეს ირაკლი ოქრუაშვილი ნამდვილად ძონძებშია ნაყიდი.
ახლა კიდევ ერთხელ ვუყურე მაგის დაკითხვის კადრებს, ძაან ვაჟკაცური რომ უჭირავს, ტუჩებს ბრეცს, ნაპასს ურტყამს, სახელოებს იკაპიწებს…
ერთი, რაც მაინტერესებს, გამომძიებელი ახლა ქოცებშია თუ ოქრუაშვილს შეუერთდა ადეიშვილის რეკომენდაციით.”- წერს გიორგი იაკობაშვილი.