გიორგი იჩუკაიძე: მე ავედი ჩიჩხიტურზე ქართველებისთვის, ჩემი ძმებისთვის!

– “მე არავის მოკვლა არ მინდოდა, არც ის მინდოდა, რომ ქართველების ხელით მოვმკვდარიყავი. მე ვარ ქართველი და ისინი არიან ჩემი ძმები. რაც შეეხება კონფლიქტს, იქვე, როდესაც იარაღი მეჭირა, მაშინ მოვუხადე ბოდიში იმ ბიჭს, მესაზღვრეს, რათა შევატყე, შეშინდა. ასეა საჭირო-მეთქი, თქვენი ხელით არ უნდა მოვკვდე და ჩიჩხიტურზე ასვლამდე თქვენ მესვრით, ამიტომ მჭირდები-მეთქი. არც ავტომატი წამირთმევია, როგორც საუბრობდით. უბრალოდ მეკიდა ხელი იარაღზე, არ გამომიყენებია. რამდენიმე წუთი, რაც იქ ვიყავით მე და ის მესაზღვრე, ერთად ვიცავდით საქართველოს. მე ვფიქრობ, რომ ეს მარტო მე არ გამიკეთებია, ჩვენ გავაკეთეთ ერთმანეთის გვერდში დგომით. ჰაერში არაფერი არ მისვრია, არც ჩიჩხიტურზე არ გამისვრია. მინდოდა ჩიჩხიტურზე ასვლა, მაგრამ არ ამიშვეს. ბოლს ბორკილები დამადეს და წამომიყვანეს. როდესაც ჩამოვყავდით, აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს დავუძახე, რომ გარეჯი საქართველოა“, – განაცხადა გიორგი იჩუკაიძემ.

კომენტარები