გიორგი კახიანი – რეალობა არის ოფიციალურ სტატისტიკაში და ამ თვალსაზრისით, დანაშაულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სტატისტიკას უნდა ვენდოთ, დანაშაულთა გარკვეულ კატეგორიებზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე, ეს სტატისტიკა არის შემცირებული“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული იმ ინფორმაციის შეფასებისას განაცხადა, თითქოს კრიმინალთან დაკავშირებით არსებული რეალობა არ შეესაბამება სტატისტიკურ ინფორმაციას.

„როდესაც გაუთავებლად ხდება დანაშაულების გაშუქება, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ბევრი საინფორმაციო გამოშვების სწორედ ეს არის – სხვადასხვა დანაშაულების გაშუქება, ცხადია, ეს იმდაგვარ განცდასაც ქმნის, რომ შესაძლოა, დანაშაული იყოს გაზრდილი, თუმცა ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სტატისტიკას უნდა ვენდოთ, დანაშაულთა გარკვეულ კატეგორიებზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებზე, ეს სტატისტიკა არის შემცირებული“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

“თუმცა რეალობა არის ოფიციალურ სტატისტიკაში და ამ თვალსაზრისით დანაშაულთა რაოდენობა, ვგულისხმობ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს, მაგალითად, როგორიც არის ყაჩაღობა, მკვლელობა, მკვლელობის მცდელობები, ეს სტატისტიკა არის შემცირებული. ამასთანავე, არის გარკვეული დანაშაულებები, რომელთა შემთხვევაში შესაძლოა, გაზრდილიც იყოს სტატისტიკა. მაგალითად, ოჯახურ დანაშაულებებთან დაკავშირებით. ადრე შესაძლოა საერთოდ არ კეთდებოდა ასეთი სტატისტიკა ოჯახურ დანაშაულებებთან მიმართებაში, დღეს იცით, რომ ამას სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. ამ თვალსაზრისით, აქ შესაძლოა გაზრდილიც იყოს სტატისტიკა, თუმცა რაც შეეხება ისეთ მძიმე დანაშაულებს, რომლებზეც მე უკვე ვისაუბრე, ამ ნაწილში შემცირებულია სტატისტიკა“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

 

წყარო: “1tv.ge”.

კომენტარები