გიორგი კეკელიძე კლინიკაში გადაიყვანეს – „დიაზეპამის დიდი დოზა მიიღო…“
მამა პეტრე კოლხის ცნობით კი, კეკელიძემ დიაზეპამის დიდი დოზა მიიღო.
-„ფაქტი ნამდვილია, მას გადაწყვეტილი ჰქონდა თვითმკვლელობა…გადაარჩინეს, სასწრაფოს გადაჰყავს და ახლა ვილოცოთ, რომ კარგად იყოს…მეტჯერ აღარ გაიმეოროს და იმედია დააფასებს სიცოცხლეს!..30 დიაზეპამი მიუღია“, – წერს პეტრე კოლხი.
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის ფეისბუქ გვერდზე ინფორმაცია გავრცელდა:
-„წელიწადია, მძიმე დეპრესია მტანჯავს. ვერავინ ამოიცნო რეალური მიზეზი.

ამის აღწერა და გადმოცემა მიჭირს. არც არის საჭირო. ახლო მეგობრებმა იციან და საკმარისია. მთელი ცხოვრება მხოლოდ რაღაც კარგი მინდოდა გამეკეთებინა. რაც შევძელი – შევძელი. ასე დაძალებით ცხოვრება კი უკვე აღარ გამოდის.ვცდილობდი, მაგრამ ვეღარ. სხვებს ვუხსნიდი ხელახალ დაბადებაზე, ხოლო საკუთარ თავთან ბრძოლა ჩემი მარცხით დამთავრდა. ამიტომაც ვემშვიდობები ამ წუთისოფელს. ასე პროზაულად და შეიძლება, უგემოვნოდაც. საჯაროდ ამ ამ…