გიორგი კუსრაშვილი: აფხაზეთის ომის ვეტერანი – უკიდურეს გაჭირვებაში ვიღუპები! დამეხმარეთ!

„თვალსაზრისის“ რედაქციაში ელექტრონული წერილი მოვიდა. ვიხილეთ შემზარავი ფოტოსურათები და კიდევ უფრო შემზარავი ტექსტი, რომელსაც მცირე შესწორებით და შემოკლებით გთავაზობთ. იმედია, საქართველოში გამოჩნდებიან  სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ თანამოქალაქეს დაეხმარებიან და უმკურნალებენ:

– 1993 წელს დაიწყო ჩემი ცხოვრების განადგურება, როდესაც მამა მომიკლეს მხედრიონელებმა. მე მაშინ ბავშვი ვიყავი, როცა სირცხვილის ფორმა გავიხადე და ორ ომში დამარცხებული რიგითი მებრძოლი დავოჯახდი და ვცხოვრობდი ბათუმში. შემეძინა ბიჭი, რომელსაც მამის სახელი დავარქვი. დაიბადა 1993 წლის 28 ნოემბერს და 11 დეკემბერს მამას მიკლავენ და მამის ბინას 14 დეკემბერს მიფეთქებენ… ეს ყველაფერი სიმამრმა იცოდა ჩემმა და მიმალავდა, იმის სულს ვენაცვალე. იმის ნაცვლად ბედის წერას ბედნიერება მოელოცა, სიკვდილი მომილოცა.

დავასაფლავეთ. გავიდა ორმოცი და ამ დროში იარაღს ვავლებ ხელს, ორი ძმის და დედის დასაცავად, რომ ოჯახი ცოცხალი მყოლოდა. ოჯახი დამენგრა ამ მოვლენების დროს. თელავის მხედრიონის შტაბი აფეთქდა მაგ დროს. იარაღით დავდიოდი პირადად მე საკუთარი ოჯახის დასაცავად იმ წლებში.

ძალაუფლება  ჰქონდათ და მოახერხეს, ღალატით მომიტაცეს, თან ჩემმავე ბავშობის მეგობრებმა.   მე კი ცოცხალი ვარ, მაგრამ იმ მართალ კაცს სიცოცხლე წაერთვა ვინ იცის ჩემსავით რამდენი იყო. შვილის და შვილიშვილის მოკვლით მემუქრებოდნენ.

პარალერულად პოლიცია აწარმოებდა  ბინის ჩხრეკებს იარაღზე. ადგილობრივები არ ეყოთ და თბილისიდან ჩართეს ძალები.  ჩემი მეგობრები  დაიჭირეს პოლიცია შეიცვალა გაძლიერდა და მეკი „პრისტუპნიკად“ მაქციეს. დაჭერები, დაკითხვები, გასაუბრებები – როგორც ხდება ყოველთვის – ვიყავი უკანონო პატიმარი, ყაჩაღობის მუხლით მთელი ავლადიდებით 1 თვე 2 თვე 3 თვე.

ციხის  ბუნტის დროს პირადად ვნახე ირგვლივ სიკვდილი.

მეორე პატიმრობა ყაჩაღობის გამო იყო.  თავიდან 17 წლიდან დაიწყეს და სანამ სოხუმის ომში  მოყენებული ფეხის ტრამვა არ გააცოცხლეს, ხელახლა არ მომანგრიეს.  უფასო საპროცესოსაც არ იღებდნენ.

გლდანის ციხემ დამანგრია, იმ ბედნიერებასაც მოვესწარი – ლაგერის კალიდორს -ჯოჯოხეთიდან სამოთხემდე.

ჩემი ნამუშეფარი ფული მოვთხოვე უფროსს. ერთხელ მომატყუა, მეორედ მომატყუა, მესამედ ტაქსი გამოვიძახე, წავედი გამოძახებული ტაქსით, მოვალეს მოხვდა. მეორე დღეს, ხელფასის ნაცვლად პოლიცია  მომადგა. ყაჩაღობა დამაბრალეს.

ახლა სადაც ვცხოვრობ, ეს „დაჩა“ უნდა ყოფილიყო. 5 X 4 მეტრზე მიწური ბინაა.

 

რომელიც მიშას დროს პატიმრობის პერიოდში სტიქიამ დამიზიანა.

ფიზიკურად ინვალიდი ვარ. ფეხი მომტვრეული მაქვს.  მუცელზე ჭრილობის მერე   მესაჭიროება ოპერაცია, 4 ადგილას ფალანგია ღია. მაქვს ასთმა, ვხმარობ აეროზოლს.

სოციალური მქონდა. ვაივაგლახით დავანიშნინე. მომიხსნეს.

არანაირი  ყურადღება. გაზი არა, წყალი არა და არც არანაირი ვეტერანის სტატუსი!

ამ ყველაფრის დამადასტურებელი დოკუმენტები არსებობს. ჩემს შესახებ განაჩენები, სასამართლო გადაწყვეტილებები,  ნებისმიერი სულ 4 კილოა.

აი ეს ფოტო ნაღდი საშინელებაა, ჩემს ცხოვრებაში

ამ დროს საავადყოფოში, თელავის რეფერალურში გადავაყვანინე თავი მწვავე ინტოქსიკაციით. გამოძახებულ სასწრაფოში აღმოჩნდა ჩემი ბავშობის მეგობარი, ჩემი დაიკო – არ ვასახელებ. თუ ვინმე დაინტერესდება, გამოძახება დაფიქსირებულია. დამესივნენ ექიმები სისხლი, ჟანგბადი, კარდიოგრამა, წნევები, გადასხმა…  და ამ დროს შუა გადასხმაზე ექიმი მითიშავს წვეთოვანსდა მეუბნება – მე არმაქვს უფლება, გავაგრძელო თქვენი მკურნალობაო.   მე იმ დროს მეგობარი ძალოჩემის აფთიაქში გავგზავნე მეორე დღეს და ჩამოვატანინე ეს წვეთოვნები და ჩემით დავიყენე ორივე. სულ ცოტახანში, არ ვიცი რა ვთქვა, რა მოხდა – უცებ აუტანელი შეგრძნება დამეუფლა.  „მიშველეთ!“ – შევყვირე.  გამაცხელა. ოფლი. კანკალი და ისეთი შეგრძნება, თითქოს უნდა მოვკვდე… მოულოდნელად მოსულმა მეგობარმა გათიშა წვეთოვნები და გადამარჩინა. ეს სურათიც იმ დროს გადამიღო, როცა ჩამთვლიმა.

ეს სურათი უკვე საავადმყოფოში გადამიღეს:

ეს – საოპერაციო მუცელი და მარჯვენა ფეხია:

ეს კი,  ჩემი დოკუმენტები:

ასე მაქციეს უდანაშაულო – დამნაშავედ. ის პატარა ბიჭი დღეს 50 წლის ვარ…  ბოლოს 2013 წელს გამოვედი ციხიდან. დავდივარ და ვერც ერთ უწყებას ხმა ვერ მივაწვდინე.

ამაზე მეტი რაღა მოგწეროთ… უკვე მკვდარი ვარ ხვდებით, რა არის საჭირო… თქვენ მეოთხე უწყება ხართ, ვისაც დახმარებას გთხოვთ…

აქ ჯერკიდევ „რუსთავი -2“ -ს  ვთხოვდი დახმარებას. იგივე მთავარი არხი, აი ესაა თუ რომელიმე პარტიას წარმოვადგენ ეს ნაცი უნდა ვიყო?

ვინიცის კიდევ რამდენია ჩემსავით. მე ერთი წესიერი, მარლთმადიდებელი კაცი ვარ. სიცოცხლე მინდა. მინდა შვილი აღვზარდო.  არ მინდა ასე – არც ერში ვიყო და არც ბერში.

 

თუ შეგიძლიათ, დამეხმარეთ!

  გიორგი კუსრაშვილი.   თელავი, სოფ. კურდღელაური. 

  ტელ: 579 000 644

უფალმა დაგლოცოთ!

კომენტარები