გიორგი მარგველაშვილი – „ოცნებამ“ ვერ შეძლო ის, რაც ნაციონალებმა შეძლეს“

-„მნიშვნელოვანი იქნება, ამას გაეცეს კანონიერი და სწორი პასუხი. რამ განაპირობა „ნაციონალების“ მთავარი წარმატება, მათ დამხმარე მთავარი ფიგურა არის ივანიშვილი. რაც შეეხება სხვა პარტიებს, ახალი პარლამენტი ბევრად უფრო მრავალხმიანი იქნება და უნდა იყოს. სხვა ფრაზებსაც გავიგონებთ „სისხლიანი 9 წლისა“ და „თქვე უნიათოებოს“ გარდა.

2012 წელს ვინც გავიმარჯვეთ,  ვისაც გვეგონა, – „ნაციონალური მოძრაობა“ არ აღიარებდა გამარჯვებას, ეს ხალხი დღეს ვუყურებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო ის, რაც „ნაციონალებმა“ შეძლეს 2012 წელს – იმის აღიარება, რომ მათ არ აქვთ ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერა. „ნაციონალებმა“ შეძლეს, თვალი გაუსწორეს იმას და თქვეს, რომ ქართველმა ხალხმა დღეს ზურგი მოგვაქცია. როგორ ვერ უნდა იპოვნო საკუთარ თავში იმის ძალა, რომ მარცხი აღიარო. ეს მოლოდინი არ მქონდა სააკაშვილის მიმართ, მაგრამ მან მაშინ ამის გაკეთება შეძლო.

ჩვენ უნდა ველოდოთ ახლა ძალიან რთულ ჭიდაობას არჩევნებში დარღვევების აღმოსაფხვრელად. ოპოზიციამ უნდა დაიცვას ამომრჩევლების ხმები.

„ქართული ოცნება“ რომ პირველ ადგილზეა გასული, ეჭვი არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ შეაქვს, მთავარია, რამდენი პროცენტითაა გასული.

ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთი ძეგლი უნდა დაუდგას ბიძინა ივანიშვილს, როგორც მისი პარტიის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ მხარდამჭერს. ასე გააძლიერო ცოტა ხნის წინ წაგებული პარტია, ამას უნარი და ნიჭი უნდა”, – განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა.

ცესკოს მიერ მონაცემთა 100%-ის დათვლის შემდეგ, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში პროპორციული მანდატები დიდი სიზუსტით ასე გადანაწილდება:

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ – 61 მანდატი

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 35 მანდატი

„ევროპული საქართველო“ – 5 მანდატი

„ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „გირჩი“ – 4-4 მანდატი

„მოქალაქეები“ – 2 მანდატი

„ლეიბორისტული პარტია“ – 1 მანდატი

ამასთან, „ქართულ ოცნებას“ კიდევ 14 მაჟორიტარი დეპუტატი ემატება, რომლებმაც არჩევნები პირველივე ტურში მოიგეს.

მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან ცესკო-ს არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერ არ გამოუქვეყნებია.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 3 847 საარჩევნო უბნის ხმები დათვლილია. საბოლოო შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ – 48,15 %;

„ნაციონალური მოძრაობა“ – 27,14%;

„ევროპული საქართველო“ – 3.78%;

„ლელო“ – 3,15%;

„პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%;

„სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %;

„გირჩი“ – 2,89%;

„ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%;

„ლეიბორისტული პარტია“ – 1%;

დანარჩენ პარტიებს, ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.

კომენტარები