გიორგი რურუას ცემის საქმეზე №8 პენიტენციური დაწესებულების 2 თანამშრომელი დააკავეს

იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო ინ­ფორ­მა­ცი­ას  ავ­რცე­ლებს:

-„მთა­ვა­რი არ­ხის“ ერთ-ერთი მე­წი­ლის, მსჯავ­რდე­ბულ გი­ორ­გი რუ­რუ­ას ჯგუ­ფუ­რად ცე­მის საქ­მე­ზე სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის ჩა­დე­ნის ბრალ­დე­ბით იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ №8 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ინ­სპექ­ტო­რი და სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ჟი­მის გან­ყო­ფი­ლე­ბის მთა­ვა­რი ინ­სპექ­ტო­რი და­ა­კა­ვა.

და­კა­ვე­ბულ­მა პი­რებ­მა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბა არა­ჯე­როვ­ნად შე­ას­რუ­ლეს.

იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის ჩა­დე­ნის ბრალ­დე­ბით №8 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ინ­სპექ­ტო­რი შ. მ. და სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ჟი­მის გან­ყო­ფი­ლე­ბის მთა­ვა­რი ინ­სპექ­ტო­რი ლ. გ. და­ა­კა­ვა.

გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის აღ­მო­სავ­ლე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­მარ­თვე­ლო­ში 2020 წლის 16 ნო­ემ­ბერს და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბა შე­ას­რუ­ლეს არა­ჯე­როვ­ნად, მის­და­მი და­უ­დე­ვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო, რა­საც შე­დე­გად მოჰ­ყვა ამა­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი მსჯავ­რდე­ბუ­ლის გ. რ.-ს ჯგუ­ფუ­რად ცემა და რა­მაც ამ უკა­ნას­კნე­ლის უფ­ლე­ბის და სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბის არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვია.

2020 წლის 16 დე­კემ­ბერს სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სსკ-ის 342-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბულ იქ­ნენ №8 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი: შ. მ. და ლ. გ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლი სას­ჯე­ლის ზო­მად ით­ვა­ლის­წი­ნებს ჯა­რი­მას ან ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბას ვა­დით ექ­ვსი თვი­დან ორ წლამ­დე, ანდა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ვა­დით სამ წლამ­დე.

საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა“.

კომენტარები