„გიორგი რურუაც ამ შეთანხმების ნაწილი იყო და ისიც სწრაფად უნდა გათავისუფლდეს“

-„ხელისუფლებამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როდესაც 8 მარტის შეთანხმების ერთი ნაწილი შეასრულა, გამოუშვა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, იგივე უნდა გაკეთდეს რურუასთან მიმართებაში.

ძალიან მკაფიოდ ითქვა, გიორგი რურუაც ამ შეთანხმების ნაწილი იყო. ამიტომ რაც უფრო სწრაფად დავხურავთ ამ ფურცელს და გადავალთ საარჩევნო რეფორმაზე, ეს არის მთლიანად ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. დროში, ფორმაში, როგორ იზამენ, მათთვის დამითმია. ამის დრო არის, საშუალებაც არის, უბრალოდ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მოხდეს სწრაფად, რათა დავბრუნდეთ შედარებით ნორმალურ პოლიტიკურ ვითარებაში”, – განაცხადა „ევროპული საქართველოს” წევრმა, ელენე ხოშტარიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლი გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.

გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები