გიორგი სანაიას მკვლელობიდან 18 წელი გავიდა

„რუსთავი2“-ის ჟურნალისტი, „ღამის კურიერის” წამყვანი 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს.

გამჭოლი ცეცხლსასროლი ჭრილობა კეფის არეში ჰქონდა მიყენებული. სანაიას მკვლელობისთვის გრიგოლ ხურცილავა გაასამართლეს.

სამივე ინსტანციის სასამართლომ მკვლელობა სულიერი აღელვების ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულად შეაფასა. 2013 წელს ხურცილავას ამნისტია შეეხო და ციხიდან გათავისუფლდა.

გიორგი სანაიას ოჯახს გამოძიების არასდროს სჯეროდა. ისინი სხვადასხვა დროს საქმის ხელახლა გამოძიებას მოითხოვდნენ.

კომენტარები