გიორგი ფხაკაძე -„კოვიდგადატანილებს 25%-ს დეპრესიული მდგომარეობა აქვთ, კარგად ვერ იძინებენ“

-„კოვიდგადატანილებს 25%-ს დეპრესიული მდგომარეობა აქვთ, კარგად ვერ იძინებენ.  კვლევების მონაცემები მაქვს ნანახი, რომელიც ჯერ არ არის დაბეჭდილი, -მალე დაიბეჭდება. იქ იყო საუბარი, – დაახლოებით 25% ადამიანების, ვინც კოვიდი გადაიტანა, კ რჩება დეპრესიული მდგომარეობა, ადამიანი კარგად ვერ იძინებს. ვითომ ხომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ძილში აქვს პრობლემა, ვერ იძინებს კარგად. მე არ ვიძახი,  ყველა, მაგრამ 100 ადამიანიდან, ვინც კოვიდი გადაიტანა 25 კარგად ვერ იძინებს. ასევე არის დეპრესიული მდგომარეობა, არაფერი  მოწონს, ყველას ეჩხუბება, ცუდ ხასიათზეა, ცუდ პოსტებს წერს.

მოქალაქეებს ვურჩევ, დღე-ღამეში იძინონ არანაკლებ 8 საათი, რადგან უძილობა ამცირებს ადამიანის შრომისუნარიანობას, მოქმედებს მის ხასიათზე, აუარესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ძილი ძალზედ მნიშვნელოვანია, დღეში 8 საათი უნდა დაიძინოთ. როცა ნაკლები ძილი გაქვს, იმუნური სისტემა ჩამოდის ქვევით, თქვენ არ ხართ ძლიერები, თქვენ საქმეს ვერ აკეთებთ. უძილობა მოქმედებს მთელს თქვენს სისტემაზე და სხვა დაავადებებზე. დეპრესია ძალიან რთულია, ოჯახის წევრების, მეგობრების და ფსიქოლოგის დახმარებაა საჭირო. ინფექციაგადატანილებს ერთი და იგივე სიმპტომები რჩებათ”, – განაცხადა  გაეროს დამოუკიდებელმა ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ “ფეისბუქ live-ის” დროს.

 

კომენტარები