გიორგი ქობულია – „მთავრობამ უნდა მართოს ხალხისთვის და არა ხალხისთვის და თან ცოტა თავისთვის“

„მთავრობამ უნდა მართოს ხალხისთვის და არა ხალხისთვის და თან ცოტა თავისთვის“,  – განაცხადა ეკონომიკის ყოფილი მინისტრმა გიორგი ქობულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“

„აუცილებლად უნდა ჩატარდეს პროპორციული არჩევნები, რაც იმედია, შექმნის რეალურად მრავალპარტიულ პარლამენტს. მრავალპარტიული პარლამენტი კი აირჩევს რეალურ მთავრობას, რეალური ხელმძღვანელობით. მთავრობა იმედია იქნება პასუხისმგებელი, მრავალპარტიული პარლამენტის მიმართ და მართავს ხალხისთვის. მთავრობამ უნდა მართოს ხალხისთვის და არა ხალხისთვის და თან ცოტა თავისთვის. ეს არის კიდევ ჩვენი პრობლემა – დრო. ხელისუფლებას ჰქონია, რომ შეიძლება მართო ხალხისთვის და თან ცოტა შეიძლება რომ შენთვისაც მართო. ეს ორი ფაქტორი შეუთავსებელია“, – განაცხადა ქობულიამ.

საქართველოში კორუფცია ბევრად უფრო მასშტაბურია, ვიდრე ისეთ ქვეყნებში, როგორიც გერმანია, ჰოლანდია და აშშ-ია.

„კორუფცია არის ყველგან. გააჩნია კორუფციის დონეს. საქართველოში კორუფცია არის ბევრად უფრო მასშტაბური, ვიდრე ის არის გერმანიაში, ჰოლანდიაში ან შეერთებულ შტატებში“, – აღნიშნა ქობულიამ.

 

კომენტარები