გიორგი ღოღობერიძე: „ამ ვაქცინას ხალხი უფრო ენდობა – რამდენ ხანს გრძელდება მისი ეფექტურობა…“

ონკოლოგი, ფარმაკოლოგიის ლექტორი, გიორგი ღოღობერიძე აცხადებს:

-„საზოგადოება „სინოფარმს” უფრო ენდობა, რადგან ის არის ტრადიციული მეთოდით შექმნილი. რამდენ ხანს გრძელდება მისი ეფექტურობა, რამდენ ხანს ნარჩუნდება ანტისხეულები ორგანიზმში, ჩვენთვის ეს ცნობილი უფრო მოგვიანებით გახდება“.

4 მაისს საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო. საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. „ფაიზერით“ 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო

ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 18 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის არის შესაძლებელი.

„სინოფარმის” ვაქცინა ჯანმო-მ გადაუდებელი მოხმარებისთვის ჩამონათვალში შეიყვანა

„წითელი ჯვარი“ საქართველოს 100 000 დოზა „სინოფარმს“ გადმოსცემს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა „სინოვაკის“ ვაქცინის მწარმოებლისგან დამატებითი ინფორმაცია მოითხოვეს, პასუხს ელოდებიან.

კომენტარები