გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვნების ეპიზოდი დასკვნით ეტაპზე გადავიდა. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. ადვოკატების განცხადებით, ყურადღება გამახვილდება იმ მტკიცებულებებზე, რომლითაც დასტურდება კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების უდანაშაულობა.

“წინა პროცესზე ბრალდების მხარემ წარმოთქვა თავის დასკვნის სიტყვა. ამ ეტაპზე, ადვოკატები ვიტყვით ჩვენს დაცვით სიტყვას. ყურადღებას გავამახვილებთ იმ მტკიცებულებებზე, რომელიც იქნა გამოკვლეული სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას; როგორც წერილობით, ისე მოწმეთა ჩვენებებზე, რომლებმაც განმარტეს 18-19 ივნისს მომხდარი მოვლენები,”- განაცხადა არასრულწლოვან ლ.შ ადვოკატმა ზაქარია გვიშიანმა.

“გავამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რასაც მთელი პროცესის განმავლობაში ვუთითებდით. როდესაც ბრალდების მხარე ამახვილებდა ყურადღებას იმაზე, რომ თითქოს შეგნებულად დატოვეს ლაშა შერმადინი და გიორგი მერაბიშვილი აგარაკზე, ეს არ დადასტურდა სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით., დადასტურდა, რომ ისინი დარჩნენ იმის გამო, რომ ვერ წამოიყვანეს მეგობრებმა,”-განაცხადა ადვოკატმა.

 

წყარო: “rustavi2.ge”.

კომენტარები