გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვნების განაჩენი ცნობილია – 6 ბრალდებული სასამართლომ

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის განაჩენი ცნობილია.

მოსამართელემ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირები – ზ.ხ., აკაკი ქვრივიშვილი, ნიკოლოზ ცუცქირიძე, ლაშა შერმადინი, გიორგი მერაბიშვილი და ნიკოლოზ ქანაშვილი, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

გამოძიება დაკავებულებს ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას ედავება.

პროკურორის ინფორმაციითб აღნიშნულ საქმეზე 55-მდე მოწმე დაიკითხა, რაც შეეხება დანარჩენ დაკავებულებს – 11 სრულწლოვნის საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, – გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა  შეეფარა.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

კომენტარები