„გირჩევთ, ჯერ კარგად ჩამოყალიბდით “მოღვაწე ექიმო”. მოეშვით სხვისთვის ჭკუის დარიგებას და სადაც “მოღვაწეობთ” -ხათო ბარათაშვილი

-„აჰა, კიდევ ერთი “ღვაწლმოსილი მოღვაწე” გამოჩნდა ფეისბუქ-ასპარეზზე!

ბატონო იაგო, ჩვენც ვსაქმიანობთ “ევროპა- ამერიკებში”, ჩვენც გვესმის კონკრეტული საკითხები, ასე რომ, ბატონო ,,მოღვაწევ,” მინიმუმ კოლეგიალობის გამო მაინც ეცით პატივი იმ ექიმებს, რომლებმაც შეუძლებელი შეძლეს და მსოფლიო აალაპარაკეს.

არცერთი მათი გადადგმული ნაბიჯი COVID-19 წინააღმდეგ ბრძოლაში წარუმატებელი არ ყოფილა. დიახ, სწორედ ჩვენი ექიმების დამსახურებაა ათასობით ინფიცირებული და ასობით დაღუპული რომ არ ყავს საქართველოს.

გეცოდინებათ მსოფლიო მაშტაბით მედპერსონალის რამდენი წარმომადგენელი დაიღუპა და დაინფიცირდა, ეს რიცხვი საქართველოში მინიმალურიც კი არაა – ერთ ხელზე ჩამოსათვლელია, ამიტომ სირცხვილია თქვენი უსაფუძვლო განცხადება – რას უწუნებთ ან რომელი მათი გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდა უშედეგო? – არც ერთი!

მე სიტყვა ,,ხროგი”-ს მნიშვნელობა არ ვიცი, ზოგადად არ ვცნობ ასეთ უკულტურო სიტყვებს, თქვენს გარდა მგონი არც არავინ იცის ამ სიტყვის მნიშვნელობა და თქვენი პოსტიდან გამომდინარე კარგს არაფერს ნიშნავს, ხოდა გირჩევთ, ჯერ კარგად ჩამოყალიბდით “მოღვაწე ექიმო” მანამ, სანამ ჩვენს სანაქებო ექიმებს შეურაცხყოფას მიაყენებთ და ლექსიკონიც დახვეწეთ, ეს თქვენვე წაგადგებათ.

რაც შეეხება შეზღუდვებს – თქვით, რომელი შეზღუდვა გაუპროტესტეთ გერმანიას: განუსაზღვრელი ვადით პირბადეების ტარება თუ ჯარიმები, რომლის წინააღმდეგ წახვედით? მე თავად გიპასუხებთ – არც ერთის და ვერც წახვალთ, რადგან ჯერ ერთი – სამართლიანია ეს შეზღუდვა და მეორეც, ამ მოთხოვნის თავი არ გაქვთ და იმიტომ…

ასე რომ ბატონო იაგო – გერმანიაში ვინც უნდა იყოს დასაქმებული – მნიშვნელობა არ აქვს ის ექთანია, სანიტარი, ეზოს მზვერავი, მიმტანი თუ პოლიტიკოსი – აქ ყველა ერთია, ყველა თავის სფეროში მოღვაწეობს და თქვენ მათგან გამორჩეული და აღმატებული არაფრით არ ხართ, ამიტომ მოეშვით სხვისთვის ჭკუის დარიგებას და სადაც “მოღვაწეობთ” – იქ მიეცით მითითებები!”- წერს გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ხათო ბარათაშვილი იაგო ფრანგიშვილის შეახებ.

გერმანიაში მომუშავე ქართველ ექიმ იაგო ფრანგიშვილი წერს, რომ  საქართველოში დაწესებული შეზღუდვები და საკარანტინო მდგომარეობა, ეპიდემიას იწვევს.

კომენტარები