„გირჩის“ და „მოქალაქეების“ გარდა, ყველამ განაცხადა, –  არც ამ შემთხვევაში მოაწერდნენ დოკუმენტს ხელს“ – შალვა პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში –  „დღის თემა“, განაცხადა:
-„ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრაზე ოპოზიციის მისამართით დაისვა კითხვა, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტში გიორგი რურუას საკითხი აისახებოდა, მოაწერდნენ თუ არა ხელს. „გირჩის“ და „მოქალაქეების“ გარდა, ყველამ განაცხადა, –  არც ამ შემთხვევაში მოაწერდნენ დოკუმენტს ხელს.
შეხვედრაზე, მაგალითად, როცა საუბრობდნენ რიგგარეშე არჩევნების და გიორგი რურუას საკითხზე, დაისვა კითხვა, თუ აისახებოდა დოკუმენტში გიორგი რურუას საკითხი, ამ შემთხვევაში მოაწერდნენ თუ არა ისინი დოკუმენტს ხელს. ყველამ, „გირჩის“ და „მოქალაქეების“ გარდა, განაცხადა, რომ ხელს არ მოაწერდნენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კომენტარები