„გირჩის“ პარლამენტში შესვლა ავტომატურად „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ბრძოლად აღიქმება“ -იაგო ხვიჩია

„გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ „პირველ არხთან“ საუბარში განაცხადა:

-„ძალიან მალე დაინახავთ, ჩვენ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთმანეთში ვერ აგვზელთ. „გირჩის“ პარლამენტში შესვლა ავტომატურად „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ბრძოლად აღიქმება.

მხოლოდ ჩვენ რომ შევიდეთ, არ გამოდის, ისე გამოდის, რომ იქ შესვლა აღიქმება ავტომატურად „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ბრძოლად, – წარმოიდგინეთ, პატიმრები, ეს ამბავი და ამ თამაშში ეხმარები, რადგან შენდაუნებურად, ცუდ საქმეში გითრევს იმ ადგილას შესვლა, რაც ამომრჩეველმა მოგანიჭა და დაიმსახურე. მაგრამ ეს არის „ქართული ოცნების“ პრობლემა, – პარლამენტი ვერ შეადგინა.

აქტიურობის თვალსაზრისით უკანასკნელ რიგებში არ ვიქნებით, ჩვენს სიტყვას ამ პროცესში ვიტყვით. ჩვენი თამაში ჯერ კიდევ წინ არის. არ მჯერა, რომ შეიძლება ოთხი წელი ამ უაზრობაში ვიცხოვროთ. ასე გაგრძელება არ იქნება, ყველაფერი ეს დიდი ხანი ვერ გაგრძელდება, ეს არავის აწყობს. მოქიშპე მხარეები ჩაჯინებულები არიან ერთმანეთს, ამას  მთელი ქვეყნის ინტერესები ეწირება. რამდენი ხანი შეიძლება ეს გაგრძელდეს?! – ან ვიჩხუბებთ, ამისთვის სერიოზული კატაკლიზმი დაგვჭირდება, ან რაღაც მოხდება“.

კომენტარები